„ქართულ ოცნებას” ხელისუფლების უზურპაციის მისწრაფება აქვს

„ქართულ ოცნებას” ხელისუფლების უზურპაციის მისწრაფება აქვს

„ქართული ოცნების” შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალიან საშიშია, - ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედ პარტიას ხელისუფლების უზურპაციის მისწრაფება აქვს. შავგულიძის აზრით, მმართველი პარტია არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები გასცემენ და ცდილობენ ყველა დონეზე კონტროლის მოპოვებას.

,,ქართული ოცნების” შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალიან საშიშია. ამ პოლიტიკურმა ძალამ გამოავლინა საოცარი მისწრაფება, ხელისუფლების უზურპაციის. ფაქტობრივად მათ ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვა არაფერი უკეთებიათ. მათ მოახდინეს ინსტიტუციების სრული კონტროლი. ეს ყველაფერი დაიწყო პროკურატურის კონტროლით, რეფორმად გატარდა კანონი, რომელმაც ინსტიტუციურად სრულიად შეუნარჩუნა აღმასრულებელ ხელისუფლებას აბსოლუტური კონტროლი სახელმწიფო ბრალდებაზე. ვხედავთ როგორ დაიქვემდებარა სასამართლო. ვგულისხმობ საერთო სასამართლოს და პერსონალიებიც კი არ შეცვალა. მოსამართლეები, რომელთა მიერ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორების დროშით მოვიდნენ, ისინი დააწინაურა და ფაქტიურად სასამართლო ხელისუფლება მათ ჩააბარა. ვნახეთ როგორ მოსპო კონსტიტუციური კონტროლი, გააკონტროლეს საკონსტიტუციო სასამართლო და მიიღო არნახული კანონი, რათა შეძლებოდა მისგან კონტროლირებადი სასამართლოს მოსამარლეთა უმცერესობის ხელით მოეხდინა კონტროლი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.