,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე ტურში მონაწილეობა იმის გამო მიიღო, რომ მუდმივად დარღვევებზე ესაუბრათ

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე ტურში მონაწილეობა იმის გამო მიიღო, რომ მუდმივად დარღვევებზე ესაუბრათ

,,ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს 90-იანი წლების მოძველებული მეთოდებით გარკვეული ფონის შექმნას დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ გამოუვიდათ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მონაწილეობა იმის გამო მიიღო, რომ მათ მუდმივად დარღვევებზე ესაუბრათ. გაბუნიას განცხადებით, არ დაფიქსირებულა დარღვევა, რომელიც არჩევნების მიმდინარეობაზე ან არსებულ შედეგებზე რაიმე სახის გავლენას მოახდენდა.

,,ნაციონალური მოძრაობის” მეორე ტურში მონაწილეობის ერთადერთი საფუძველი გახლდათ, რომ მათ ესაუბრათ ე.წ დარღვევებზე და შეექმნათ ფონი, თითქოს სერიოზული ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, რადგან, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მთლიანად გაფანტეს ნებისმიერი სუბიექტურად განწყობილი ადამიანის აზრი, რომ მნიშვნელოვან ხარვეზს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში არავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე არ მოუტანია. ჩვენ ვერც ერთ ასეთ ბრალდებაზე დასაბუთებული, არგუმენტირებული ფაქტი ვერ ვნახეთ. მაგალითად მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ეს პარტია მთელი დღის განმავლობაში გაჰკიოდა, თითქოს 400 ბიულეტინი ჩაიყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 380 ადამიანი დაფიქსირდა უბანზე. ,,ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს 90-იანი წლების მოძველებული მეთოდებით გარკვეული ფონის შექმნას, დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.