მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად მისმა კომენტარებმა აქტუალობა დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად მისმა კომენტარებმა აქტუალობა დაკარგა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად, მისმა კომენტარებმა უკვე დაკარგა აქტუალობა ქართულ პოლიტიკაში".

კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად მისმა კომენტარებმა უკვე დაკარგა აქტუალობა ქართულ პოლიტიკაში, ეს არის დღევანდელი რეალობა, შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა.

"ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები საარჩევნო პროცესთან დაკავშიერბით, არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში. ესაა ის მიღწევა, რომელიც მოიტანა საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმა არჩევნებთან დაკავშირებით არის არასწორი და სპეკულაცია", - განაცხადა კობახიძემ.