რაზეც შეგვიძლია დღეს საჯაროდ ვისაუბროთ, ეს არის ის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება და ამასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს თავად კვირიკაშვილი შესთავაზებს, რაზეც წინასწარი კონსულტაციები გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით, რაზეც ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
გარდა ამისა, როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, მას ”დიდი სიხარულით დაუჭერს მხარს და რადგან აქვს საუკეთესო თვისებები იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე იყოს წარდგენილი”. ”თუმცა ამ დრომდე ამ საკუთხზე არ გვიმსჯელია”, - დასძინა ბესელიამ.