იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საკუთარ გამარჯვებას „საქართველოს დემოკრატიის გასამარჯვებლად“ გამოიყენებენ

იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საკუთარ გამარჯვებას „საქართველოს დემოკრატიის გასამარჯვებლად“ გამოიყენებენ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საკუთარ გამარჯვებას „საქართველოს დემოკრატიის გასამარჯვებლად“ გამოიყენებენ. ამის შესახებ იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

„ჩვენ დიდი ყურადღებით გავეცანით ეუთო-ს განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნები გაიმართა კონკურენტუნარიან, სამართლიან გარემოში. ჩვენი მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ, ეუთო-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარკვეული დეფექტები და ეს დააფიქსირეს სხვა ორგანიზაციებმაც. მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად ამ დეფექტების გამოსწორების მიზნით. მინდა ასევე მივულოცო ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში მოხვდა. ეს მათთვის გამარჯვებაა და ვიმედოვნებ, რომ მას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მოხვედრილი ყველა პოლიტიკური ძალა იმუშავებს ერთად და გააძლიერებს საქართველოში პლურალისტული დემოკრატიის ინსტიტუტებს. 

იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი მოუთმენლად ელის მუშაობას საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზეც.