იგნასიო სანჩესი - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერი არ არის

იგნასიო სანჩესი - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერი არ არის

თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რასაკვირველია, უნდა მოხდეს მისი სათანადოდ განხორციელება, - ამის შესახებ ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იგნასიო სანჩესმა რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც იგნასიო სანჩესმა აღნიშნა, საქართველოში ადრე ერთ-ერთ პარტიას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. 

”ბოლო პერიოდში დისკუსია მიმდინარეობდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ერთი პარტიის მიერ. თუ ეს ხალხის ნებაა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უფლებამოსილებასა და უფლებებს თან მოჰყვება ასევე დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. აუცილებელია, რომ ძალთა შორის მოხდეს დაბალანსება და უმცირესობის უფლებები ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში იყოს, თუკი ადგილი ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს”, - განაცხადა იგნასიო სანჩესმა.