ლევან ბერძენიშვილი - ეს იქნება ისეთი პარლამენტი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში და როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას

ლევან ბერძენიშვილი - ეს იქნება ისეთი პარლამენტი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში და როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას

ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მომავალი პარლამენტის შეფასებისას განუცხადა. 

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში, რაც არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ.

„უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, დაახლოებით, ისეთი როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას. როდესაც არის ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სხვების დაუკითხავად ყველა საკითხი გადაწყვიტოს, ეს არის საფრთხე. ეს არის საფრთხე, რადგან ერთ პარტიას შეუძლია უკონტროლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, შემოწმებისა და ბალანსირების სისტემა, წონასწორობის სისტემა ხელისუფლებაში დაირღვა. ყველა სახელისუფლებო ბერკეტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს არის საფრთხე ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ. რადგან საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უნდა თავის თავზე აიღოს ამ ხელისუფლების კონტროლი, რომ მათ ზედმეტი არ მოუვიდეთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა ეს საფრთხე გაცნობიერებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მათ ეს არ აქვთ გააზრებული იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელთაგან უმეტესობა პირველადაა ხელისუფლებაში, გამოუცდელია.