ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აღენიშნება დამწვრობები. მათგან ერთ-ერთს ასევე მიღებული აქვს თავის ტრავმა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კილინკაში გადაჰყავს. 
ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპარულო პოლიცია მუშაობს.
აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.