პრეზიდენტი - მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა

პრეზიდენტი - მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსებში, ხელისუფლების კონტოროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში.

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.