პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს

პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, დუშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს დახმარება გაუწიეს.
დუშეთის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე  დუშეთის მზრუნველობამოკლებულთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოში მომუშავე პერსონალს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სადილის ორგანიზებაში დაეხმარა. მოსწავლეები პირადად ჩაერთნენ სასადილოს საქმიანობაში და ბენეფიციარებისთვის სადილის დროულად მიწოდება უზრუნველყვეს. 
 ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა   მოზარდებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.