თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
მისი თქმით, მათ ინტერესშია, ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. ”ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდავნე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ ხალხო. ამ ბინძურ მეთოდს მიმართა ივანიშვილმა. ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა გუშინ ბოკერიამ.