მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტი კანდიდატი იგორ დოდონი ლიდერობს

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტი კანდიდატი იგორ დოდონი ლიდერობს

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტი კანდიდატი იგორ დოდონი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილია ბიულეტენების 90,15%. „სოციალისტური პარტიის“ ლიდერს ამომრჩეველთა 49,77%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილს იკავებს „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, 36,93%-ით, ხოლო მესამე ადგილზე „ჩვენი პარტიის“ ლიდერი დიმიტრი ჩუბაშენკოა, 5,81%-ით.
აღნიშნული შედეგების მიხედვით დიდია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ალბათობა.