ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარნეულის 36-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი 69,27%-ით ლიდერობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარნეულის 36-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი 69,27%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი 69,27%-ით ლიდერობს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ აკმამედ იმამკულიევს, მან ხმათა 30,73% დააგროვა.

მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46-დან 28 უბნის მონაცემებია დათვლილი.