ზვიად კვაჭანტირაძე:   არჩევნები ჩატარდა მშვიდად და დემოკრატიულად

ზვიად კვაჭანტირაძე: არჩევნები ჩატარდა მშვიდად და დემოკრატიულად

არჩევნები ჩატარდა მშვიდად და დემოკრატიულად ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი ლიდერობს.

"რაც შეეხება ბოკერიას, მინდა ვუთხრა, რომ დასრულდა მისი პროვოკაციების დრო, დასრულდა მათი ბაირამობა მარნეულში ერთხელ და სამუდამოდ, ნავერიანმა გაიმარჯვა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.