„ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ საგარეჯოში და ახმეტა-თელავის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში.
როგორც საგარეჯოში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, რომან მუჩიაშვილის შტაბის უფროსი, პაატა ასმათაშვილი აცხადებს, საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული 16 204 ამომრჩევლიდან 12 545 ხმა არის რომან მუჩიაშვილის სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩევლის ხმების 77% მიიღო.
ახმეტა-თელავის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატს გელა სამხარაულს ამ დროისთვის დათვლილი ხმების 70% აქვს.
როგორც სამხარაულის საარჩევნო შტაბის უფროსი შოთა მამსიკაშვილი აცხადებს, 50 უბნიდან დათვლილია 39 უბანი და დათვლილი ხმების 70 % ანუ 12 ათასი ხმა ეკუთვნის გელა სამხარაულს, რაც იმას ნიშნავს რომ სამხარაული მნიშვნელოვნად ლიდერობს" აცხადებს შოთა მამსიკაშვილი.
„ქართული ოცნების” საგარეჯოსა და ახმეტა თელავის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილი და შაქრო ტერტერაშვილი არიან.