თუ მარნეულის 86-ე უბანზე არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას

თუ მარნეულის 86-ე უბანზე არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას

თუ მარნეულის 86-ე უბანზე არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას და თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია და არა ის, რასაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აანონსებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო.

„ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდანვე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ, ხალხო. ამ ბინძურ მეთოდს მიმართა ივანიშვილმა. ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში ჩაუვარდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სავარაუდოდ ბაირამოვი ზაზა ყვება, თუ როგორ ჩაყარეს 400 ბიულეტენი.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ. ეს 8 ოქტომბერს ვერ მოახერხდა, რადგან ძალიან დიდი იყო მასშტაბი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ამას ვიზავთ, რომ იმდენი აქტიური მოქალაქე იყოს ქვეყანაში, რომ შეუძლებელო გახდეს ამ სამარცხვინო მოქმედებებითაც არჩევნების გაყალბება. რაც შეეხება საერთო შედეგებს, ეს ვიდეო არის მძიმე განაჩენი ამ არჩევნებისთვის, რომელიც არ იყო თავისუფალი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.