წინასწარი მონაცმებით, თელავი-ყვარლის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ლიდერობს.
2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 41 საარჩევნო უბნიდან უკვე ცნობილია 21 უბნის შედეგები.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსის, გივი მეტრეველის განცხადებით, დათვლილი ხმების 71% პროცენტი ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის.
"ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ირაკლი სესიაშვილის სასარგებლოდ გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი მნიშვნელოვანი უპირატესობით, 71 %-ით ლიდერობს" , აცხადებს გივი მეტრეველი.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ირაკლი სესიაშვილის კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იყო.