„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულის 86-ე უბანზე 400 ბიულეტენის ჩაყრასთან დაკავშირებით, ცესკო შეისწავლის

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულის 86-ე უბანზე 400 ბიულეტენის ჩაყრასთან დაკავშირებით, ცესკო შეისწავლის

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულის 86-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ზაზა ბაირამოვის მიერ 400 ბიულეტენის ჩაყრის ფაქტს საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში, რეაგირებას მოახდენს.

 „რამდენადაც ადმინისტრაციისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანზე ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტენების ჩაყრის საკითხზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი იქნება დაწერილი, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას", - განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.