მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი ჩააგდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ამ უბანზე ხმა სულ 382-მა ამომრჩეველმა მისცა.
”ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა. თუ 400 ბიულეტენი ჩაყარეს, შესაბამისად მინიმუმ 400 ხმა უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ განსაჯეთ ამ ინფორმაციის სიზუსტე”, - განაცხადა ასანიძემ.
რაც შეეხება ”ნაციონალური მოძარობის” მოთხოვნას, მარნეულის ოლქის შედეგების გაუქმების თაობაზე, ასანიძის თქმით, არასერიოზულ განცხადებებზე ის კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გარკვეულ უბნებზე გრძელდება ხმების დათვლა, გარკვეულ უბნებზე კი შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიაში უკვე შესულია. მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა.