წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი ლიდერობს.

დღეს ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების” კანდიდატს დავით სონღულაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ღვინიაშვილს შორის გააკეთა.

როგორც სონღულაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ლერი გელენავა აცხადებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მნიშვნელოვნად ლიდერობს.

“51 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია 36 უბანი და ამ დროის მონაცემებით, სონღულაშვილი 80%-ით ლიდერობს. უკვე დათვლილი უბნების მიხედვით, მას მიღებული აქვს 15 ათასი ხმა”,- აცხადებს ლერი გელენავა.