საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50-ვე მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა.
"მივმართავთ საუბნო-საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს, ხელი შეუწყონ საუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“, - აღნიშნა ცესკო-ს პრესსპიკერმა შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე.