აჭარის საარჩევნო კომისია
წინასწარი მონაცემებით, აჭარაში ყველა საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.
"პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ ცჰვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ რამდენიმე უბანზე ხმის დათვლის პროცესი უკვე დასრულდა.
მეორე ტურისთვის აჭარის 6 საარჩევნო ოლქში 348 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართა.
ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს მირდატ ქამადაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“), ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ლევან ბეჟანიძე („ქართული ოცნება“); ბათუმის #70 მაჟორიტარულ ოლქში თეიმურაზ დუმბაძე „(ნაციონალური მოძრაობა“) და მუხრან ვახტანგაძე („ქართული ოცნება“); ქობულეთის #71 მაჟორიტარულ ოლქში: ჯანსუღ ჯინჭარაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და კობა ნაკაიძე („ქართული ოცნება“); ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარულ ოლქში მიხეილ ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ილია ნაკაშიძე („ქართული ოცნება“) დაუპირისპირდნენ.