”ნაციონალური მოძრაობა” შეგუებულია წაგებას და ახლა ჭორების აგორებით ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას

მარნეულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მარნეულში ორ უბანზე იყო პრობლემა, ყიზილაჯლოსა და შაუმიანში, ორივეგან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ვითარება დაძაბეს.

„ორივე შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარემ მკაცრი მითითება მისცა მათ, თუმცა არ დაემორჩილნენ და მოხდა მათი გამოძევება. ”ნაციონალური მოძრაობა” შეგუებულია წაგებას და ახლა ცდილობს, ჭორების აგორებით მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობდნენ ე.წ. კარუსელის დატრიალებასაც, რომელიც აღიკვეთა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.