"ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და ყველაფერს ცდილობენ არჩევნების ჩაშლისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟრიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა განუცხადა.
მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” მარნეულში დღეს მესამედ მოიპოვებს გამარჯვებას.
”მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე არჩევნები ყალბდება. ეს გამოიხატება ჩვენი დამკვირვებლების უბნიდან გაძევებაში, ასევე იმაში, რომ ამომრჩევლებს ტელეფონებს აძლევენ, რათა გადაიღონ, თუ ვის აძლევენ ხმას. იციან, რომ აგებენ არჩევნებს. ყველაფერს ცდილობენ, რომ მარნეულში არჩევნები როგორმე ჩაშალონ”, - განაცხადა იმამკულევმა.
აკმამედ იმამკულიევი და მისი ოპონენტი თამაზ ნავერიანი მათი პარტიების ლიდერებთან ერთად ყიზილაჯლოს 50-ე უბანთან იმყოფებიან.