გაუგებრობა მოხდა ქუთაისის 62-ე საარჩევნო უბანზე

გაუგებრობა მოხდა ქუთაისის 62-ე საარჩევნო უბანზე

გაუგებრობა მოხდა ქუთაისის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს, მამუკა სულამანიძეს თავის გრაფაში ხელმოწერა დახვდა.

თავდაპირველად მას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. თუმცა, მოგვაინებით კი ხმის მიცემის უფლება მისცეს და ხელი იმავე გრაფაში მოაწერინეს.

62-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს ტექნიკური ხასიათის მცირე გაუგებრობა იყო.