კრწანისისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 23,2%-მა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო

კრწანისისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 23,2%-მა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე მიიღო

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში, კრწანისისა და მთაწმინდის სარჩევნო ოლქში ერთნაირი აქტივობაა. ამომრჩეველთა 23,2%-მა უკვე მიიღო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, 15:00 საათის მონაცემებით, 23%-იანი აქტივობაა ვაკეშიც, რომელიც დილის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი იყო. ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა ისნის #9 ოლქში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ16,8%-მა დააფისქისრა საკუთარი არჩევანი.

ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში, ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, 18 მაჟორიტარულ ოლქში სულ 813 595 პირია რეგისტრირებული. 15:00 საათის მონაცემებით, მთელი თბილისის მასშტაბით, მეორე ტურში მონაწილეობა 178 235 ამომრჩეველმა მიიღო.