"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" დროშიანი ქოლგით მივიდა

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი "ნაციონალური მოძრაობის" დროშიანი ქოლგის გამო კანონდარღვევაში დაადანაშაულეს.

ბათუმში, საარჩევნო უბანზე მისულ ჟურნალისტს თეა ვარშალომიძეს საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ უბნის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა, რადგან ის საარჩევნო აგიტაციაში დაადანაშაულა.

შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტს ურჩია, ქოლგა საარჩევნო უბნიდან გაეტანა.