მე და ,,თავისუფალი დემოკრატები

მე და ,,თავისუფალი დემოკრატები" ვრჩებით იმ ღირებულებების ერთგული, რითაც აქამდე მოვედით

ირაკლი ალასანიას განმარტებით, ის ემიჯნება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების მიერ "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს

როგორც ალასანიამ ჟურნალსტებთან საუბრისას აღნიშნა, თავად ის და ,,თავისუფალი დემოკრატები" რჩებიან ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე მოვიდნენ.

,,ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი და ,,თავსუფალი დემოკრატების" პოზიციისგან რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერის  კამპანიას. მათ თავიანთი პოლიტიკური გზა აქვთ არჩეული. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე ,,თავისუფლაი დემოკრატები" მოდიოდა. ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, გარდა ჩვენი კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილისა, მხარს არ ვუჭერთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.