საარჩევნო უბნებთან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან და შსს-ს  შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ

საარჩევნო უბნებთან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან და შსს-ს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოკუჩავამ განაცხადა,  გორში, ქუთიასსა და  რუსთავში სპორსტემენები იკრიბებიან, გორში კი, ამ ადამიანების შეკრების კოორდინაციაც ზურაბ მურადაშავილი ახდენს.

ბოკუჩავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა პროვოკაციები არ მოხდეს.

„ისეთი ტიპის პროვოკაციები არ მოხდეს, რაც 8 ოქტომბერს ვიხილეთ. ოქროყანაში კრიმნალური მენტალიტეტის ადამიანები არინ, რომლებიც  ალკოჰოლს იღებენ და მოსახლეობას აშინებენ. შსს-ს მოვუწოდებთ, ამ ადგილებზე წარმომადგენლები მიავლინოს. დაშინების მცდელობებია, რომელიც კრიმინალური მენტლიტეტის ადამიანების მიერ უბნის გარეთ ხდება, რათა ადამიანებმა არჩევანის  თავისუფლად გამოხატვა ვერ შეძლონ“, -  აღნიშნავს ბოკუჩავა.

ამას გარდა, ბოკუჩავას ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ადამიანები შევიდნენ. კერძოდ, მთაზწმინდის მე-8, მე-9 და მე-16 უბნებზე, ასევე მარნეულის მე-17 უბანსა და ისანში.