საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ფიქსირდება მუქარისა და დამკვირვებლებისათვის ხელის შეშლის ფაქტები.
ნაცვლიშვილის განმარტებით, დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლა და მუქარა ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.
"დამკვირვებელთა ხელისშეშლა და მუქარა ყოვლადმიუღებალი და დაუშვებელია კარძოდ, გორის 44-ე უბანზე ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წარმომადგენელი, რომელიც ნაცმოძრაობის წარმომადგენელია, დაექმუქრა საია-ს წარმომადგენელს. მან ჩვენი დამკვირვებელი ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრის გამო გააკრიტიკა, რომელიც წილისყრის პროცედურას ეხებოდა. უთხრა, რომ ის არის კუდ-ის ყოფილი წარმომადგენელი და ურჩია, რომ მასთან ურთიერთობაში არაფერი შეეშალოს", - აღნიშნა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, თელავის მე-13 უბანზე, საუბნო კომისიამ გამოაძევა საია-ს დამკვირვებელი.
"კომისიის განმარტებით, დამკვირვებელი ზედმეტად აქტიურობდა და ხელს უშლიდა კომისიას უფლებამოსილების განხორციელებაში; მთაწმინდის მეო-20 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის "მომავლის არჩევანის" დამკვირვებელს საარჩევნო კომისიამ არ მისცა საჩივრების რეგისტარციის პროცესზე დასწრების უფლება, რისი უფლებაც დამკვირვებელს აქვს და გააძევა უბნიდან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავწერეთ საჩივარი", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.