პაატა ზაქარეიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" არა დღეს, არამედ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ოფიციალურად 11 ოქტომბერს დატოვა.
"პირველთან" საუბრისას ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის რიგების დატოვების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების შედეგი გახდა.
მისი თქმთ, არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს საქმიანობას, ამასთან, "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.
"რესპუბლიკური პარტია" არჩევნების მეორე დღეს დავტოვე, 11 ოქტომბერს განცხადება დავწერე.
რაც შეეხება საქმიანობას, არ ვიცი, ვნახოთ, სიტუაციიდან გამომდინარე როგორ იქნება, ჯერჯერობით არ ვარ ჩამოყალიბებული. რაღაც წინადადებას ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. გამორიცხული არაფერი არ არის, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაც",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.