რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სიკვდილით დასჯის აღდგენას მხარს დაუჭერს

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სიკვდილით დასჯის აღდგენას მხარს დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პარლამენტის წევრები სიკვდილით დასჯის აღდგენის კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს.

თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონპროექტს უახლოეს პერიოდში  წარუდგენს. ამავე დროს, მას კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.

ამავე დროს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დასვალეთის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კრიტიკას ყურადღებას არ მიაქცევს.

"ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, - ეს ხალხის აზრია", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

სიკდილით დასჯის აღდგენის საკითხი თურქეთში ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა.