„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ჭიათურაში ირაკლი ალასანია და პარტიის ლიდერები იმყოფებიან.
ალასანია მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის გაცნობას და ქუჩაში მოქალაქეებთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, თეიმურაზ გაფრინდაშვილი, ჭიათურაში, მოსახლეობის სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს და მას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჭიათურას ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. კაცი, რომელმაც იცის სიტყვის ფასი და იქნება ჭიათურლების ხმა, მათი პრობლემების მოგვარებისთვის, პარლამენტში. მოვუწოდებ ჭიათურლებს, რომ იაქტიურონ. ყველა ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ მხარი თემურ გაფრინდაშვილს," – განაცხადა ალასანიამ.