ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე ცენტრალური გზიდან ჩასასვლელი გზა საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს.
სამართალდამცველები მხოლოდ იმ ავტომობილებს უშვებენ, რომლის მგზავრებსაც სპეციალური საარჩევნო აკრედიტაცია აქვთ. ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
უბანთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამართალდამცველები.