რუსთავის #24 საარჩევნო კომისიის წევრი - ახლობელს 10 ლარი მაღაზიაში წყლის და სიგარეტის საყიდლად მივეცი

რუსთავის #24 საარჩევნო კომისიის წევრი - ახლობელს 10 ლარი მაღაზიაში წყლის და სიგარეტის საყიდლად მივეცი

რუსთავის #24 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, თამაზ ზაზაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, თამაზ ნოზაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია.

”საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ერთ-ერთ დამკვირვებელს პირადად მე ვთხოვე ვინმე გაეგზავნა მაღაზიიდან წყლის საყიდლად. თამაზ ნოზაძემ ფული მისცა ახლობელს და მაღაზიაში წყლის მოსატანად გააგზავნა”, - განაცხადა რუსთავის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ზაზაძემ.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს თავად თამაზ ნოზაძე. მისი თქმით, ახლობელს მისცა 10 ლარი და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.

”მოტანილი წყალი მეორე ოთახში შევიტანეთ. სასმელი წყალი აღარ გვქონდა ყავის ან ჩაის მოსადუღებლად”, - განაცხადა თამაზ ნოზაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რუსთავის #24 უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი