ზუგდიიდში, ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა 11.42%-იანი აქტივობა ფიქსირდება. 11 934-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა დღის მეორე ნახევარში უფრო მოიმატებს.
მირანდა მესხის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 6 საჩივარია შემოსული.