რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა მედიაცენტში, სადაც ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დარღვევების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს.
13:00 საათისთვის არსებული მონაცემები ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა გააცნო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმში საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწეოდა, მარნეულში ხდებოდა ხმის მიცემა ვადაგასული მოწმობებით, თბილისში კი რამდენიმე უბანზე აგრესიულად იქცეოდნენ პარტიების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ხმის მიცემის შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა საგარეჯოში.
"მოვუწოდებთ კომისიის წევრებს და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს კანონის ფარგლებში იმოქმედონ,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.