გორში ერთმანეთს

გორში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ

გორის რაიონ სოფელ სობიში 45-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა, სადაც "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ შემთხვევაზე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა და აქტივისტებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"გორის რაიონ სოფელ სოდიში 45-ე უბანთან მოხდა ინციდენტი. "ნაცმოძრაობის კანდიდატის", ბადრი ბასიშვილის ერთ-ერთი აქტივისტი, ალბერტ მერებაშვილი, რომელიც კიკბოქსიორია, იყო მისული საარჩევნო უბანთან.

მან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდებ, რასაც მოჰყვა ორმხრივი ინციდენტი. აღვნიშნავ, რომ პირველად ფიზიკურ დაპირისპირებაში ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რასაც ორმხრიცვი ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად ორივე მხარეს დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის თავად ალბერტ მერებაშვილი.

ამის შემდეგ ადგილზე ალბერტ მერებაშვილის მამა, იმედი შიუკაშვილი მივიდა და სამართალდამცავი ორგაოების წარმომადგენლებთან შელაპარალკებაში შევიდა, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც ის დააკავეს.

მხარდამშჭერებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავს ინციდენტებში მონაწილეონბნისაგან და არ აჰყვნენ პროვოკაციას. მსგავსი შემთხვევის დროს სამართალდამცავებს მიმართონ",- აღნიშნა კობახიძემ.