12.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 12. 71%-ს შეადგენს

12.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 12. 71%-ს შეადგენს

12.00  საათის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 12. 71%-ს შეადგენს.

ცესკო-ს მონაცემებით, 50-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა 315 009 ამომრჩეველმა.

ყველაზე აქტიური ისევ მცხეთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია-22.7%, მცხეთის ოლქში 10 084 ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი. ასევე აქტიურია ლანჩხუთი/ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - 19.9% (10007) და ბაღდათი/ხარაგაული - 18.5% (8902 ამომრჩეველი).

ყველაზე პასიურია გორი, სადაც, 12,00 საათის მონაცემებით, ხმის მისაცემად  7.2%, ანუ 3621 ამომრჩეველია მისული.