გადამწყვეტი ტურია და ყველას მოვუწოდებ, დროულად მივიდნენ არჩევნებზე

გადამწყვეტი ტურია და ყველას მოვუწოდებ, დროულად მივიდნენ არჩევნებზე

მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროულად მივიდნენ არჩევნებზე, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კრწანისის რაიონის მეოთხე საარჩევნო უბანზე განუცხადა.

”ეს არის მეორე ტური, გადამწყვეტი ტური. მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროულად მივიდნენ არჩევნებზე. ვიცი, რომ მთაწმინდაზე ამ დილიდან მთელი ნაცგროვა არის შეკრებილი. ეს არის ის უბანი, სადაც სიმბოლური გამარჯვება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ მთაწმინდელებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.