„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები სცემეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები სცემეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში, საკრებულოს წევრმა, კობა ბერინიაძემ ორგანიზაცია „ევროპელი ახალგაზრდა მომავლისთვის“ წარმომადგენელი ალბერტ მერებაშვილი სცემა.

„ხელისუფლებამ მათივე საკრებულოს წევრი უმკაცრესად უნდა დასაჯოს, რათა ამან სხვა უბნებსა და საჯარო მოხელეებზე იმოქმედოს, რომლებიც სხვდასხვა უბნებზე აქტიურობენ და ძალლადობის ინსცენირებას ცდილობენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი ცნობით, ასევე ნაცემია ნანა მინასიანი, ინციდენტი კი, მარნეულის მე-8 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოხდა.