ინფორმაცია, თითქოს

ინფორმაცია, თითქოს "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებს ბიულეტენების სპეციფიური ფორმით შემოხაზვას ავალებს, არასწორია

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინ გავრცელებული განცხადება, თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით საჯარო მოხელეებს ევალებათ ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით, სპეციფიური ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა, ეს არის დეზინფორმაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს ყურადღება კიდევ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას, თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით საჯარო მოხელეებს ევალებათ ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით, სპეციფიური ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა, ეს არის დეზინფორმაცია. ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ ვეთანხმებით რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივია ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.