ხუთჯერ მივეცი

ხუთჯერ მივეცი "ნაციონლაური მოძრაობის" დამკვირვებელს მითითება, რომ დაეცვა წესრიგი, მაგრამ არ გაითვალისწინა

მარნეულის 50-ე უბნის თავმჯდომარის განცხადებით, არანაირი მარკირების გარეშე შესვლა საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, საჩივრებს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი წერდა, რომელიც წესრიგის დარღვევისთვის უბნიდან გავაძევეთ.

"ხუთჯერ მივეცი "ნაციონლაური მოძრაობის" დამკვირვებელს მითითება, რომ დაეცვა წესრიგი, მაგრამ არ გაითვალისწინა. ხმაურობდა, ქექავდა სხვადასხვა დოკუმენტებს და ბოლოს გამოვაძევე. დაიწერა რამდენიმე საჩივარი, მაგრამ ყველა დაწერა იმ პიროვნებამ, რომელიც საარჩევნო უბნიდან წესრიგის დარღვევისთვის გავაძევეთ", - განაცხადა მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, იზამადინ მირადოვმა.