„ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს, მარნეულის 50-ე უბანზე არჩევნები ჩაშალოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს, მარნეულის 50-ე უბანზე არჩევნები ჩაშალოს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა.

„ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა. დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. გაფრთხილებთ ყველას, რომ დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება  საარჩევნო პროცესში. მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს, წარმომადგენლებს, რომ უბანზე არ დაუშვან 50-ე საარჩევნო უბანზე ასეთი რამ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არსებული მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობა არის საკმაოდ დაბალი და აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს  აქტივობა. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას და ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში“, - აღნიშნა კობახიძემ.