ჩვენ ვატარებდით კვლევებს, ვიცოდით ხალხის აზრი, როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგები

ჩვენ ვატარებდით კვლევებს, ვიცოდით ხალხის აზრი, როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგები

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კარგი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა საქართველოს სწორ მომავალს.

ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს ასევე დაუსვეს კითხვა, თუ რატომ დაემთხვა მისი პროგნოზი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

„ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით თითქმის ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთადერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, უფრო სწორად დაკნინებულად ვაფასებდი „ნაციონალურ მოძრაობა“, თუმცა აქაც დაახლოებით  ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უდნა აეღო „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამდენი მეორე ტური მოსალოდნელი არ იყო, თუმცა ბევრი ბიულეტენი გაყალბდა.

„ამდენ მეორე ტურს აქვს თავის მიზეზები, მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე, უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები მეორე ტური. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ, დააზუსტოთ, ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, თქვენ კარგად იცით, ალბათ იქიდან მოდიოდა ესეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.