საკუთარი არჩევანი გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა სასურველ კანიდიდატს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე მთაწმინდის მე-6-ე უბანზე მისცა. მარგველაშვილმა მოსახლეობას აქტიურობისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.
"საქართველოს ამომრჩევლებს მოვუწოდებ, გააკეთონ თავიანთი არჩევანი, იყვნენ ისეთივე აქტიურები, როგორც 8 ოქტომბერს, მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება"-განაცხადა მარგველაშვილმა.
მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში კენჭს იყრიან მეორე ტურში გასული კანდიდატები, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა რურუა. ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1500-მდე ამომრჩეველი. 10:00 საათის მონაცემებით, უბანზე 50-მდე ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა.