„ქართული ოცნების“ კოორდინატორი რუსთავის 30-ე ოლქის 24-ე უბნის ტერიტორიაზე ფულს არიგებს

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი რუსთავის 30-ე ოლქის 24-ე უბნის ტერიტორიაზე ფულს არიგებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თიკა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თამაზ ნოზაძე რუსთავის 30-ე ოლქის 24-ე უბნის ტერიტორიაზე ფულს არიგებს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, პარტიას აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც აქვს, რომელსაც ავრცელებს.

„დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით იბრძოდა. კერძოდ, ისინი ამომრჩევლების მოსყიდვით და დაშინებით იბრძოდნენ. ახლა კი, კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი გვაქვს იმის თაობაზე, ნოზაძე როგორ უკანონოდ არიგებდა ფულს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.