ქალაქ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დაშინება მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დაშინება მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კონჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების დაშინება მიმდინარეობს.

ამის შესახებ კანდიდატმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს მოქალაქეების დასაშინებლად და მოსასყიდად, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კონჯარიამ.