ახმედ იმამკულიევი:  მარნეულში საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

ახმედ იმამკულიევი: მარნეულში საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველომ უნდა გაიმარჯვოს.

”ხმა მივეცი საქართველოს მომავალს. დღეს გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი და წინსვლა”, -განაცხადა იმამკულიევმა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

”რამდენიმე უბანზე დავაფიქსირეთ დარღვევები. მაგალითად, სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიციით დაშინება და ამას ახორციელებს ”ქართული ოცნების” აქტივისტი შარმან აბდულ რახმანოვი, რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც გვაქვს. მსგავსი დარღვევები ფიქსირდება სოფელ ორაფლოში, ასევე დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ყიზილაჯლოს 50-ე უბანსა და ქალაქ მარნეულის საარჩევნო უბნებზე”, - განაცხადა იმამკულიევმა.

მან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ქალაქ მარნეულის 67-ე უბანზე დააფიქსირა.