ცენტრალურ იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ცენტრალურ იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ria.ru ევროპის ხმელთაშუა სეისმოლოგიური ცენტრზე (EMSC) დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი იყო 10 კილომეტრის სიღრმეში, მისი სიმძლავრე კი 6.6.მაგნიტუდას შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოსა და 26 ოქტომბერს იტალიის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაინგრა შენობები, ასობით ადამიანი კი დაიღუპა.